მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთისა და აზებაიჯანის ლიდერები მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობენ

სომხეთისა და აზებაიჯანის ლიდერები მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობენ

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და დაპირისპირების შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ჩაერთნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. Euronews-ის ჟურნალისტი ანელის ბორჯესი ორი ქვეყნის ლიდერს ექსკლუზიურ ინტერვიუებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ესაუბრა.

„ვფიქრობ, სამართლიანია, რომ იმედიანად ვიყოთ. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას დავინახავთ. თუ ისინი უარს იტყვიან იმ მისწრაფებებზე, რომლებიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობას უქმნის საფრთხეს, მაშინ შევძლებთ და მშვიდობიან გამოსავალს ძალიან მალე ვიპოვით. შესაძლოა, ეს წლის ბოლომდეც მოხდეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აცნობიერებს, რომ ეს მოლაპარაკებები ისტორიული მნიშვნელობისაა და მას თავისი ხალხის წინაშე ვალდებულება აკისრია.

„მე მივმართავ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებას, რადგან მათ თავიანთ მთავრობებს მშვიდობა უნდა მოსთხოვონ. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი მოთხოვნა. ამის შესასრულებლად კი საჭიროა მშვიდობა, მოქნილობა და შესაბამისი უნარები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, მრავალ საკითხთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოებები ჯერ კიდევ არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend