ჩადის პრეზიდენტის საშუამავლო მისიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ნიგერის გადაყენებული პრეზიდენტის პირველი ფოტოკადრები. ჩადის ლიდერი მაჰამატ იდრის დები იტნო შეხვდა გენერალ აბდურაჰმან ჩიანის, რომელმაც გასულ პარასკევს თავი ნიგერის ახალ მმართველად გამოაცხადა.
ფოტოში ჩანს, რომ ჩადის ლიდერი ნიგერის გადაყენებულ პრეზიდენტთან ერთად არის.
სამხედრო ხუნტა ყოფილ კოლონიურ მმართველს – საფრანგეთს გადაყენებული პრეზიდენტის დასაბრუნებლად სამხედრო ინტერვენციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. რეგიონში დაძაბულობა მწვავდება.
საფრანგეთი კი უარყოფს სამხედრო ინტერვენციის მცდელობას. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკურმა გაერთიანებამ სამხედრო ხუნტას ერთი კვირის ვადა მისცა ძალაუფლების დასათმობად. თან გააფრთხილა, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი თანამდებობაზე არ დაბრუნდება, ისინი კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად მიიღებენ შესაბამის ზომებს. გაერთიანება არც ძალის გამოყენებას გამორიცხავს.