მთავარიევროპასაბერძნეთისახანძრო სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ხანძარს აკონტროლებენ

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ხანძარს აკონტროლებენ

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ვოლოსის ავიაბაზაზე ცენტრალურ საბერძნეთში. ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ცეცხლი ავიაბაზის საბრძოლო მასალების საწყობამდეც მივიდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან თანამშრომლები  წინასწარ გამოიყვანეს. ასევე სხვა ბაზაზე გადაიყვანეს F-16  გამანადგურებლები.  ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა აფეთქებების გამო  შეშინებულია. ზოგიერთ ადგილას ჩაიმსხვრა დიდი ზომის მინები. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ახლომდებარე 12 სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

ამავდროულად, როდოსის კუნძულზე ტურისტები გადამწვარი ხეების ფონზე მზეზე და ზღვაში ნებივრობენ. ბევრი უცხოელი ტურისტი მაინც არ ტოვებს კუნძულს. კუნძულზე რჩებიან  ადგილობრივებიც, რომელთათვისაც  ტურისტული ბიზნესი ერთადერთი შემოსავალია. მათთვის კუნძულის სრული ევაკუაცია კატასტროფას ნიშნავს.

რესტორნის მფლობელი ჰელენ ჰრისაფინასი ამბობს, რომ კიოტარიში,  თითოეული ოჯახი იგრძნობს ეკონომიკურ კრიზისს. ამჟამად ყველაფერი დაკეტილი და გაჩერებულია. როგორც წესი, ზაფხულში დღეში 14 საათს, ხან უფრო მეტსაც კი მუშაობდნენ და თანხასაც აგროვებდნენ. ახლა კი ურთულესი ვითარებაა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეები კუნძულ როდოსზე ხანძარს აკონტროლებენ.  ამჟამად 10 აქტიური კერაა.  გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გუშინ  საბერძნეთში ხანძრის 124 კერა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend