„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა სოხუმის აეროპორტის რუსი ინვესტორისთვის გადაცემას.
„ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“ – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც მან ოფიციალურ Facebook და Twitter-ის გვერდებზე გამოაქვეყნა.