მთავარიაზიაინდონეზიაინდონეზიაში მაშველები ოქროს მაღაროდან 8 ადამიანის ამოყვანას ცდილობენ

ინდონეზიაში მაშველები ოქროს მაღაროდან 8 ადამიანის ამოყვანას ცდილობენ

ინდონეზიელი მაშველები უკვე დროის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ცდილობენ, გადაარჩინონ 8 ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ იავაზე ოქროს არალეგალურ მაღაროში არიან ჩარჩენილი.

მაშველებს იმედი აქვთ, რომ იქ მყოფები  უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ, სანამ ის ადგილი, რომელსაც თხრიდნენ, სრულად დაიფარებოდა წყლით. ჟანგბადი სწრაფად ილევა,  სამხედროები კი წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან მაშველებს.

არალიცენზირებული მაღაროები, სადაც უგულებელყოფილია უსაფრთხოების ელემენტარული ნორმებიც კი, ფართოდაა გავრცელებული მინერალებით მდიდარ სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის არქიპელაგში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend