მთავარისაქართველოურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსს შორის გაფორმდა

დღეს თბილისში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსს შორის. მხარეებმა ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის ეს დოკუმენტი და ასევე განაცხადეს, რომ ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში უდიდეს როლს თამაშობს.

მათი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა, არ დაკარგონ ის კავშირები რომლებიც ამ ორ ერს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ, და უფრო მეტიც უმნიშვნელოვანესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

ამავე ღონისძიებაზე გაიმართა გლობალური ბიზნეს პლატფორმა „ნაზოვნის“ პრეზენტაცია, რომელიც  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმის ზელენსკის ინიციატივით შექმნილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტია. NAZOVNI უკრაინასა და მის საზღვრებს გარეთ ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend