კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის – ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის ROYAL Institute of British Architects (RIBA) – უპირობო 5 წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა. RIBA-ის წევრობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას, მის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს არაერთ უპირატესობას ანიჭებს, მათ შორისაა დიპლომი უმაღლესი ხარისხის ნიშნით, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება და სხვა.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანმა, მარიამ მენაბდემ ისაუბრა.