მთავარიგადაცემებითვითმხილველიირლანდიაში დაბინავების კრიზისს ახალი თაობა ეწირება

ირლანდიაში დაბინავების კრიზისს ახალი თაობა ეწირება

ბოლო წლებში ირლანდიაში ემიგრაციის ტალღა აგორდა“ ახალკურსდამთავრებულები და უკვე დასაქმებული ახალგაზრდები  ტოვებენ ზურმუხტოვან კუნძულს და საცხოვრებლად უკეთეს ადგილს ეძებენ. თუმცა ამჯერად მათ სამშობლოს დატოვებას უბინაობის კრიზისი აიძულებთ, რომელიც ინფლაციამ კიდევ უფრო გაამაწვავა და ახალგაზრდებს პერსპექტივა დაუხშო.

ირლანდიაში დაბინავების პრობლემა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს დაიწყო. მიუხედადავად იმისა, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად უმუშევრობა არ არსებობს,  უსახლკაროების რიცხვი უპრეცედენტოდ მაღალია და იმ რეკორდულ მაჩვენებელსაც კი აჭარბებს, რომელიც ქვეყანაში  მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში ირლანდიის შიმშილის დროს იყო.

მილენიალები ყველაზე მეტად დაზარალდნენ

რორი ჰირნი, მეინუთის უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკის ლექტორი, განმარტავს, რომ ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაურკვეველი მომავლის წინაშე დგანან და ეს კრიზის დემოგრაფიულ დარტყმა სმიაყენებს ქვეყანას.

დოქტორი რორი ჰირნი, მეინუთის უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკის ლექტორი:

„ახალგაზრდა წყვილებში იკლებს შობადობის მაჩვენებელი, რადგან შვილები რომ იყოლიონ, ადამიანებს სურთ, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ,  სურთ, გარანტირებული ბინა ჰქონდეთ, სურთ, დარწმუნდნენ, რომ შეძლებენ, შვილებს სახლი და მომავალი მისცენ. ამ ეტაპზე ახალგაზრდები ამ ყველაფერს ვერ ხედავენ.“

ამ დაუცველობის მიზეზი ძირითადად მდგმურების გამოსახლების სიხშირეს უკვაშირდება. ირლანდიაში მდგუმრს ფაქტობრივად არაფერი იცავს. ამ ქვეყანაში ბინსი ფასი საშუალოდ 305 ათასი ევროა, რის გამოც საინვესტიციო ფონდები და უძრავი ქონების მეპატრონეები ცდილობენ ბინის გაყიდვას და დიდი სარგებლის მიღებას.

ემიგრაცია როგორც გამოსავალი

ამ კრიზისს გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაბადებული თაობა ეწირება, ე.წ. მილენიალები. 10 წლის წინ ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, რომ სახლი ეყიდათ –  ახლა კი საკმარისი შემოსავალი არ აქვთ, რომ ბინა შეიძინონ.

ირლანდიის ცენტრალური ბანკის რეგულაციის მიხევდით, ვინც პირველად ყიდულობს ბინას  იმათ უძრავი ქონების ფასის 10 პროცენტი წინასწარ უნდა გადაიხადონ. გარდა ამისა, სახლის ყიდვის მსურველებს სესხის მათ შემოსავალთან მიმართების პროცენტიც ზღუდავთ. ამ შეზღუდვის მიხედვით, სახლის პირველად მყიდველს თავისი შემოსავლის ყველაზე მეტი ოთხმაგი რაოდენობის სესხის აღება შეუძლიათ.

თანაც 2013 წლისდან მოყოლებული ქირა და უძრავი ქონებსი ფასი თითქმის გაორმაგდა. თუ 2010 წელს  25-დან 34 წლამდე ასაკის ახალგაზრდების  60 პროცენტს  ჰქონდა საკუთარი ბინა, ახლა ეს მაჩვენებელი 27-პროცენტია.

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. მაგალითად 33 წლის შინეიდ ელენ გრიფინს ისევ მშობლების სახლში ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ უოტერფორდში მოუწია დაბრუნება, რადგან ვეღარ შეძლო დუბლინში ბინის ქირის გადახდა. იგი რამდენიმე თვით აპირებდა დარჩენას, მაგრამ 4 წელი დარჩა და ახლა ემიგრაციაში აპირებს წასვლას.

„ემიგრაციაში წასვლას იმიტომ ვფიქრობ, რომ მინდა პირადი ცხოვრება და ოჯახი მქონდეს. არ მინდა, ერთ დღეს გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ორმოცი წლის ვარ და ისევ ჩემი ბავშვობის საძინებელში მძინავს. არ მინდა, ვიფიქრო,  რომ არაფერი გავაკეთე, რათა ის მიმეღო ცხოვრებისგან, რაც მინდოდა,“ – ამბობს შინეიდი.

წასვლის მსურველები, როგორც წესი, კონტინენტურ ევროპაში აპირებენ ემიგრაციას, თუმცა ირლანდიელი ახალგაზრდები პერსპექტივას ხედავენ  ინგლისურენოვან ქვეყნებშიც, როგორებიცაა კანადა და ავსტრალია.

ავტორი: დიმიტრი კორჩაკი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend