ავსტრალიელმა მამაკაცმა, ტიმოთი ლინდსი შედოკმა, ხმელეთზე პირველად დადგა ფეხი მას შემდეგ, რაც ის თავის ძაღლთან, ბელასთან ერთად წყნარ ოკეანეში გაუჩინარებიდან 2 თვის შემდეგ, მექსიკის დროშის ქვეშ მცურავმა სათევზაო გემმა გადაარჩინა.
ტიმოთი ლინდსი შედოკმა თავისი მოგზაურობა აპრილში მექსიკის ქალაქ ლა პასიდან დაიწყო, ის საფრანგეთის პოლინეზიისკენ მიემართებოდა, როცა 4000 კილომეტრის მანძილზე მოგზაურობის პირველი კვირების განმავლობაში უამინდობის გამო მისი ნავი დაზიანდა და მოგზაურს გზა აებნა. 54 წლის მამაკაცი უმი თევზით იკვებებოდა და წვიმის წყალს სვამდა. მან მოგვიანებით აღიარა, რომ არ ეგონა თუ გადარჩებოდა.