მთავარიმსოფლიოქალაქ ოკლენდში შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

ქალაქ ოკლენდში შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქ ოკლენდში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. ინციდენტი ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე მოხდა. ხელისუფლება ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილას თავად მსროლელიც დაიღუპა. დაშავებულთა შორისაა პოლიციის ოფიცერი, რომელიც კოლეგების დახმარებით საკუთარი ფეხით მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანამდე. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, შემთხვევა არ უკავშირდება ტერორიზმს.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი ამბობს, რომ დამნაშავე შეიარაღებული იყო „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით. იგი სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და თან ისროდა, ეჭვმიტანილი შენობის ზედა სართულებზე ლიფტით ადიოდა, ისმოდა სროლის ხმები. ცოტა ხანში შესაძლებელი გახდა მისი პოვნაც.

ოკლენდი ემზადება უმასპინძლოს ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს. ინციდენტი იმ სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც ნორვეგიის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები არიან დაბინავებული. ბოლო ინფორმაციით, ტურნირი არ გადაიდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend