მთავარისაქართველოდისკუსია: „ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში"

დისკუსია: „ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში”

კონკრეტულად კი -  პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი, საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, შემოდგომამდე და იმ დღემდე, როდესაც საქართველომ ევროკომისიისგან უნდა მოისმინოს შეფასება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციები. რეკომენდაციები, რომლებიც ევროკომისიამ ქვეყანას 2022 წლის 17 ივნისს წარუდგინა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პანელურ დისკუსიაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონიტორინგის შედეგები გააცნეს დამსწრე აუდიტორიას. მათ 2023 წლის 15 აპრილის მდგომარეობით საქართველოში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება შეისწავლეს.

პანელურ დისკუსიაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არის რიგი საკითხები, რომლებიც დღემდე გამოწვევებად რჩება. კერძოდ მათი თქმით, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გასაძლიერებელია მინისტრების მიმართ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მექანიზმები.

საარჩევნო სისტემაში კი კვლავ რჩება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინებისა თუ მოსყიდვის რისკი, სათანადო ეფექტიანი რეგულაციების არარსებობის გამო.

ამასთან, დღეს პანელური დისკუსიის მიმდინარეობის დროს განაცხადეს, რომ განსაკუთრებული სამუშაოა გასაწევი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით, სადაც ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები წინსვლა შეინიშნება. მათი თქმით, ამ მიმართულებით მხოლოდ ფასადური ცვლილებებია მიღებული რაც სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ აგვარებს.

პანელურ დისკუსიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მალე იქნებოდა ევრორეკომენდაციების შესრულება შესაძლებელი, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამასთან, მათი თქმით ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენო მისი პოლიტიკური ნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend