მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა ოდესასა და მიკოლაივზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ოდესასა და მიკოლაივზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს

ეს იმ მოვლენების ამსახველი კადრებია, რომლებზეც მოსკოვი აცხადებს, რომ შური იძია უკრაინელების მიერ ყირიმის ხიდის მწყობრიდან გამოყვანის გამო. რუსეთმა დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა ორ საპორტო ქალაქზე: ოდესასა და მიკოლაივზე. ეს ის ქალაქებია, საიდანაც მარცვლეულით დატვირთული გემები შორეული ქვეყნებისკენ მიემართებიან ხოლმე. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში მათ ჩამოაგდეს 6 რაკეტა და 21 დრონი, თუმცა ნამსხვრევებმა რამდენიმე სახლი და პორტის ნაწილი დააზიანა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ადამიანი.  რუსული მხარე კი ამტკიცებს,  რომ განადგურებულია ყველა ის ობიექტი, საიდანაც უპილოტო დრონების თავდასხმები მზადდებოდა, მათ შორისაა მიკოლაივში საწვავის რამდენიმე საცავი, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებდა.

მას შემდეგ, რაც უკრაინელთა თავდასხმის შედეგად ხიდის ნაწილი დაიკეტა,  უამრავი რუსი ტურისტი ცდილობს ყირიმის ნახევარკუნძულზე გადასვლას ან პირიქით, ტერიტორიის დატოვებას.  ამასთანავე, კრემლი უკრაინულ მხარეს აფრთხილებს, რომ მათთვის საზიანო იქნება მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend