მთავარიევროპაპოლონეთიუკრაინელი მასწავლებლები სწავლებას პოლონეთში გადიან

უკრაინელი მასწავლებლები სწავლებას პოლონეთში გადიან

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე თავდაუზოგავად იცავენ  საკუთარ მიწასა და ოჯახებს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა გზით უწევთ ბრძოლა – ესენი არიან უკრაინელი მასწავლებლები.

მათ უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ისინი იძულებული არიან, ბავშვებს  ასწავლონ დისტანციურად და ხშირად ფრონტის ხაზთან ახლოსაც კი. უკრაინელი მასწავლებლები ამჟამად სწავლებას პოლონეთში გადიან. გარდა იმისა, რომ გაკვეთილები ინტერნეტის საშუალებით უნდა ჩაატარონ, ისინი ვალდებული არიან, თითოეულ მოსწავლეს გაუგონ და მათი დარდი გაიზიარონ.

ერთ-ერთი მასწავლებელი განა სკიდანი ამბობს, რომ ეს არ არის მარტივი, რადგან ხშირად ბავშვები საკუთარ თავში იკეტებიან. ისინი არ რთავენ კამერას ან მიკროფონს, რომ გამარჯობა თქვან, თუმცა გაკვეთილებს მაინც ესწრებიან, უსმენენ მასწავლებლებს, სხვა მოსწავლეების პასუხებს. განა სკიდანი აღნიშნავს, რომ ბევრია ისეთი,  ვინც დიდი სტრესი გადაიტანა და სწორედ ამიტომ არ სურს გაიხსნას და ურთიერთობაში შემოვიდეს.

ერთ-ერთმა  მასწავლებელმა გაიგო, რომ მისი მოსწავლე, მისი შვილის მეგობარი, ფრონტის ხაზზე დაიღუპა. მასაწავლებლები ამბობენ, რომ მსგავს ინფორმაციას ხშირად იგებენ, რაც დიდი ტრავმაა მათთვის. ამიტომ უნდა ასწავლონ მათაც, როგორ მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში.

მასწავლებლები თავად ერთვებიან თამაშებში, რომ უფრო დაახლოვდნენ ერთმანეთთან, სანამ ისინი დავალების შესრულებას შეუდგებიან.  გასულ წელს დაახლოებით 4 მილიონი  მოსწავლე გაკვეთილებს გამონაკლისის სახით დაესწრო.

ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთში ხელისუფლებამ ნება დართო, განახლებულიყო სწავლა-განათლების ტრადიციული  პროცესი. თუმცა სკოლებს გახსნის უფლება მიეცემათ მხოლოდ იმ პირობით, თუ შენობაში იქნება მოწყობილი სპეციალური თავშესაფარი, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოდ იქნებიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend