მთავარიევროპათურქეთითურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კატარში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კატარში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კატარში ჩავიდა, სადაც მან შეხვედრა გამართა შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანთან.

ოფიციალური მიღება დოჰაში, ლუსაილის სასახლეში გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი კატარში 200-მდე ბიზნესმენის თანხლებით ჩავიდა. ერდოღნმა კატარში ვიზიტი მას შემდეგ დაგეგმა, რაც თურქეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია ფისკალური დისციპლინის აღდგენა და ინფლაციის შემცირება.

გასულ თვეს, თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 38%-ს მიაღწია. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყნები ხელს შეუწყობენ თუქრეთში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას.

ვიზიტამდე ერდოღანი საუდის არაბეთს ეწვია, დღეს კი ის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend