მთავარიამერიკაბრაზილიარიო-დე-ჟანეიროში FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

რიო-დე-ჟანეიროში FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

რიო-დე-ჟანეიროს ვილა იზაბელას რაიონში, მოსახლეობასა და მხატვრებს, ათწლეულების ტრადიცია აქვთ, რომლის თანახმად, მამაკაც ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ქუჩებს ხატავენ.

ახლა ქუჩები, პირველად იფარება ყვითელი, ლურჯი და მწვანე ფერებში, ოღონდ ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

მხატვარმა ანდრესა დე ასისი, ქუჩის ხელოვნების მიმდევარია და მურალებს ქმნის. მან თავის დასთან, ლორა დე ასისთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, ქუჩა მოხატა, რათა  მიმდებარე სახლების ფერადი ფასადების შესაბამისი ვიზუალი ყოფილიყო.

„ჩვენი მიზანია, რასაც აქ ვხატავთ ადგილობრივებთან ერთად, ხალხს ერთიანობის მნიშვნელობა შთააგონოს. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ხომ ნამდვილად გვაერთიანებს ყველას. ბრაზილიაში კი ეს განსაკუთრებით იგრძნობა“, – ამბობს ანდრესა დე ასისი.

FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, 20 ივლისს დაიწყება და ერთი თვის შემდეგ, 20 აგვისტოს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend