უკვე სამ წელზე მეტია, რაც აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი დაფუძნდა და ახორციელებს არაერთ პროექტს, რომელიც მიმართულია სამშვიდობო პოლიტიკისკენ.
ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, ეკა წივწივაძე საუბრობს.