მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში მაღალი ტემპერატურა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება

ევროპის ქვეყნებში მაღალი ტემპერატურა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება

კანარის კუნძულებზე, ლა-პალმას ტყეებში, ხანძარი მძვინვარებს. გასულ შაბათ-კვირას ცეცხლმა 5000 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა, 4000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

დამაიმედებელ პროგნოზს სინოპტიკოსები ვერ აკეთებენ, მათი ინფორმაციით, სამხრეთ ევროპის ბევრ ადგილას ამ კვირას კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

რომშიც მაღალი ტემპერატურაა. ტურისტები და ადგილობრივები სხვადასხვა გზით ცდილობენ გაგრილებას. განსაკუთრებით ძლიერი სიცხეა იტალიის თხუთმეტ ქალაქში, რომელთა უმეტესობა ქვეყნის ცენტრში მდებარეობს.  მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ხანდაზმულების, უძლურების, ჩვილებისა და სხვა დაუცველი ადამიანების ჯანმრთელობას.

რომში მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ტემპერატურა 42C-43C  გრადუსამდე აიწევს.

სიცილიასა და სარდინიაზე შესაძლოა ტემპერატურამ 48 ცელსიუსს მიაღწიოს. სინოპტიკოსები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend