მთავარიევროპარუსეთი„ვაგნერმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა გადასცა

„ვაგნერმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა გადასცა

უკრაინაში ფრონტის ხაზზე გრძელდება შეტაკებები რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის. უკრაინის სასაზღვრო სამსახური ხერსონის რეგიონში რუსული ტანკის განადგურების ამსახველ კადრებს ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათ ხარკივში იერიში მიიტანეს უკრაინელთა საბრძოლო მასალების საწყობზე, რომელიც სრულად განადგურდა. ამასთან, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“  რუსეთს თავისი კუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა დ ტექნიკა გადასცა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“  სახელმწიფოს რამდენიმე ტანკი, 2500 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა და 20 000-ამდე ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა. სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ამსახველ კადრებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხარკივში უკრაინელთა საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში მიიტანეს. სამინისტროს სპიკერის თქმით, საწყობი მთლიანად განადგურდა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახური კი ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილში დრონის გამოყენებით რუსული ტანკის  განადგურების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, კიევში რუსული დრონის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend