მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა

ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტურნეს ფარგლებში ნატოს უახლეს წევრ ქვეყანაში, ფინეთში,  სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება. ჯო ბაიდენი ფინეთში ლიეტუვიდან ჩავიდა, სადაც ნატოს სამიტი გაიმართა.  სამიტზე იგი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ვილნიუსის დატოვებამდე ბაიდენმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა შეაფასა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც მოითხოვს ქვეყნების ფართო კოალიციას თავისუფლების დასაცავად.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება, მათ შორის თავად, არასდროს დანებდება და იბრძოლებს უკეთესი მომავლისთვის. თავისუფლების დაცვა არ არის ერთი დღის ან თუნდაც ერთი წლის საქმე, ეს არის მოწოდება სიცოცხლის ბოლომდე. ისინი გამოწრთობილი არიან, რომ გადალახონ ნებიემიერი დაბრკოლება.  ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ეს ერთიანობა არ შეირყევა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი სამიტს სხვა განწყობით ტოვებს, რადგან მანვერ მიაღწია მიზანს. პრეზიდენტს არ დაუსახელეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატოში.  თუმცა მას ახლა ეყოლება ნატო-უკრაინის ახალი საბჭო და ექნება სამნაწილიანი პაკეტი, რომელიც უკრაინის ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებას ითვალისწინებს.

უკრაინის პრეზიდენტს არ შეუცვლია აზრი, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარტნიორები ერთნაირად აფასებენ, თუ როდის და რა პირობების გათვალისწინებით უნდა შევიდეს უკრაინა ნატოში. მისი თქმით შესაძლოა, ყველა დეტალი არ იყო განხილული, მაგრამ კონკრეტული თარიღის დაზუსტებას უკრაინის პრეზიდენტისთვის დიდი  მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან  ეს თავად უკრაინის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული.

სამიტზე ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ  ალიანისის მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. შვედეთს, რომელიც სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენლებსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობს,  თურქეთის თანხმობით მისცეს ალიანსში გაწევრების უფლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend