“დღე-ღამეში 1440 წუთია, აქედან 440 წუთი წესით უნდა გვეძინოს, 1000 წუთი კი გადის ამბიდან მეორე ამბამდე, დედლაინიდან დედლაინამდე, მეგობრიდან მეგობრამდე რომ უნდა მიირბინო ისე, რომ გზად საკუთარი თავიც არ დაგავიწყდეს”. – ასე წარადგინეს საკუთარი იდეა ღონისძიება “1000 წუთის” ორგანიზატორებმა. ეს იყო შეკრება ბაზალეთზე, სადაც მწერლები, სპორტსმენები, მუსიკოსები, ბიზნესმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთად მსჯელობდნენ, თუ როგორ ჯობია ამ ათასი წუთის გამოყენება ყოველდრიურად…
“1000 წუთის” ორგანიზატორი, ნინიკო ბოჯგუა საუბრობს “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში.