მთავარიმსოფლიოშავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადა იწურება

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადა იწურება

ერთი კვირა დარჩა მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, შეთანხმების მიხედვით,  უკრაინას შესაძლებლობა  აქვს, შავი ზღვის პორტებიდან გაიტანოს მარცვლეული. ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს მოსკოვი, რომელიც აცხადებდა, რომ არ გაახანგრძლივებდა კიევთან დადებულ საექსპორტო შეთანხმებას. რუსული მხარის მტკიცებით, ღარიბი ქვეყნები 3 პროცენტზე მეტს არ იღებენ იმ 30 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულიდან, რომელიც, შეთანხმების ფარგლებში, ექსპორტზე გადის. ბრალდებას არ იზიარებს ევროკომისია.

რუსეთი ამბობს, რომ შეთანხმებით ევროპელები და უკრაინელები ხეირობენ, თუმცა პიტერ სტანოს, ევროკომისიის სპიკერს საგარეო საკითხებში, მიაჩნია, რომ სარგებელი რუსეთს თავად აქვს სასუქის, ხორბლის, მარცვლეულისა და მოპარული უკრაინული პროდუქტის რეალიზებით. მისი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც რუსეთიდან მოდის, სიცრუეა.

კრემლი ითხოვს მოიხსნას საექსპორტო შეზღუდვები მათ სხვა პროდუქტებზეც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთის აგრარული ბანკის დაბრუნების შესაძლებლობა SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემაში. მარცვლეულის შეთანხმება გაეროს ჩართულობით იქნა მიღწეული. გაერო აღიარებს მოსკოვის მოთხოვნებს.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის მოადგილე ფარჰან ჰაკი ამბობს, რომ რუსეთმა გონივრული მოთხოვნა წამოაყენა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ შეძლოს იმ პროდუქტის გატანა მსოფლიო ბაზრებზე, რომლის ექსპორტს არ ეხება სანქციები. შესაბამისად, მას უნდა მიეცეს საშუალება, მიაღწიოს მსოფლიო ბაზრებამდე.  თუმცა ფარჰან ჰაკი აღნიშნავს, რომ იყო სხვადასხვა დაბრკოლება: ბიუროკრატიული, იურიდიული, ჩართულ მხარეებთან დაკავშირებული დაბრკოლებები, ასევე ის, რამდენად მზად არის ბიზნესი  გადაწყვეტილებების მისაღებად.

კიდევ ერთი შუამავალი იყო თურქეთი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გასულ შაბათს ეწვია. მას ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს. თუ შეთანხმება არ შედგება, სურსათზე ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება და გამწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ავღანეთში, ეთიოპიაში კენიაში, სომალიში, სუდანსა და იემენში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend