უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ეს ნატოს მეოთხე სამიტია. ვილნიუსში ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები 4 ძირითად საკითხს განიხილავენ. ესენია:
- უკრაინის ნატოში გაწევრებას;
- უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას;
- შვედეთის ნატოში გაწევრებას;
- და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო კონცენტრაციას;
ალიანსს აღმოსავლეთ ევროპაში 8 საბრძოლო ჯგუფი ჰყავს და ეს სამხედრო რესურსი ორ, ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებად არის გაყოფილი.
ამ ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპაში ამ 8 საბრძოლო ჯგუფში 40 ათასზე მეტი ჯარისკაცია. ამას გარდა, არსებობს სწრაფი რეაგირების ძალების 5 ათასიანი შენაერთიც, რომელშიც საქართველოც არის წარმოდგენილი. და ასევე, 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპის კონტინენტზე. ნატოს სამიტის შესახებ სასაუბროდ „ევრონიუს ჯორჯიამ“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და პროფესორი თორნიკე შარაშენიძე მოიწვია.