მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში ახალგაზრდებმა ტბა ნარჩენებისგან გაწმინდეს

უნგრეთში ახალგაზრდებმა ტბა ნარჩენებისგან გაწმინდეს

უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაცია PET Cup-მა, რომელიც წყლის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, ახალგაზრდებს შორის პირველად მოაწყო ნარჩენების შეგროვების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა 14-იდან 19 წლამდე ასაკის 100-ამდე ახალგაზრდამ მიიღო. გუნდებმა ნარჩენები ამოიღეს ტუსის ტბიდან, მდინარე დუნაიდან და მათი სანაპიროების ნაწილი გაწმინდეს. ჯამში სულ 584 ნარჩენით სავსე შეკვრა შეგროვდა. მონაწილეთა ნაწილი უკრაინიდან და რუმინეთიდანაც ჩავიდა უნგრეთში.

„ჩვენი მიზანი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და მიდგომების შეცვლაა. ვცდილობთ მონაწილეებმა უფრო მეტი შეიტყონ ნარჩენების მართვის, დახარისხების შესახებ და მოიხმარონ მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც მათ ნამდვილად სჭირდებათ“, – განაცხადა PET Cup-ის კონკურსის ხელმძღვანელმა ჟოლტ ტამაშმა.

გუნდებმა ნარჩენების გადამუშავების პროცესზე ბევრი რამ გაიგეს. შეჯიბრების ერთ-ერთ ეტაპზე მათ ბოთლების დახარისხება დაევალათ. მათ ასევე შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება წყლიდან ამოღებული პლასტმასის თავსახურების გადადნობა და მათი ხელახლა გამოყენება სხვადასხვა საგნის დასამზადებლად.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ტბაში გადაყრილი ნარჩენების ერთჯერადად ამოღება მასშტაბურ შედეგს არ გამოიღებს, ამიტომ ორგანიზაციამ კიდევ რამდენიმე საერთაშორისო პროექტი წამოიწყო.

შარშან PET Cup-ის გუნდმა ტბიდან 70 ტონა პლასტმასის ნარჩენი ამოიღო. პრობლემის მოსაგვარებლად სხვა პროექტებიც დაწყებულია. შარშან 700 ტონა პლასტმასის ნარჩენი შეგროვდა ზაკარპატიაშიც. ეს ნაგავი მდინარეებში ვეღარ ჩაედინება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend