მთავარისაქართველოსუს-ი: 2022 წლის მთავარი საფრთხე უცხო ქვეყნების სადაზვერვო წარმომადგენელთა საქმიანობა იყო

სუს-ი: 2022 წლის მთავარი საფრთხე უცხო ქვეყნების სადაზვერვო წარმომადგენელთა საქმიანობა იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის მთავარ საფრთხედ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობა შეაფასა. უწყების წლიურ ანგარიშში წერია, რომ ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის პროცესებში ჩარევის მცდელობები. თუმცა, სუს-ი არ ასახელებს კონკრეტულ ქვეყნებს ღიად.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ გასულ წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი.

ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს. ასევე, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლდებოდნენ  საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სუს-ის ანგარიშს დეტალურად ხვალ, სამი კომიტეტის ერთობლივ დახურულ სხდომაზე, დეპუტატები გაეცნობიან. თუმცა, უკვე ცნობილ ზოგად დოკუმენტს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend