მთავარიევროპაუკრაინარუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენ

რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენ

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსების მიერ კონტროლირებადი კახოვკის კაშხალი განადგურდა და ხერსონის რეგიონის უმეტესი ნაწილი წყლით დაიფარა. ამ შემთხვევის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, კარ-მიდამო მიეტოვებინა. მსოფლიო საზოგადოება კი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეზე საუბრობს.  მართალია, ერთი თვის შემდეგ წყლის დონემ დაიწია, თუმცა განადგურების კვალი არსად გამქრალა. ბევრი მოქალაქე თავს მიტოვებულად გრძნობს.

აფანასიივკის მცხოვრებთ თავმჯდომარემ უთხრა, რომ წყალი აღარ დგება და შედეგებს თავად უნდა გაუმკლავდნენ, თუმცა ამისთვის თანხაა საჭირო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უფასოდ არავინ არაფერს გააკეთებს.

ნიადაგი კი, სადაც წყალმა დაიწია, მუქი ყავისფერი შეფერილობისაა.  აქ გამხმარი ბალახი, განადგურებული მოსავალი და ტალახია. ადგილზე გაეროსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე კი კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ელექტროსადგურის სახურავი რუსმა სამხედროებმა დანაღმეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ცდილობს, დეტალური ინფორმაცია მოიპოვოს მომხდართან დაკავშირებით.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ბახმუტთან ახლოს სამ უკრაინულ შენაერთზე მიიტანეს იერიში. კიევში კი ამბობენ, რომ მათ სამხედროებს პროგრესი აქვთ და წინ მიიწევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend