თელ-ავივის ქუჩებში ათასობოთ მომიტინგე გამოვიდა. მათ მთავარი გზატკცეილი და მნიშვნელოვანი საგზაო კვანძები გადაკეტეს. მოქალაქეების ბრაზი და აღშფოთება ქალაქის პოლიციის უფროსის იძულებით გადადგომას მოჰყვა.
პოლიციის უფროსმა თანამდებობა პოლიტიკური ჩარევის მოტივით დატოვა. მემარჯვენე მთავრობა პოლიციისგან მოითხოვს, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების დროს უფრო მკაცრი ტაქტიკა გამოიყენოს. ამასთანავე, როგორც ცნობილია, ისრაელში პერმანენტულად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის გეგმის შესახებ განაცხადა.