უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში 36 ოლიგარქი, ბიუროკრატი და მეცნიერია გარდაცვლილი. არცერთი შემთხვევისას სამართალდამცველებს დანაშაულის ნიშანი არ უპოვიათ და სიკვდილის მიზეზად ყოველთვის თვითმკვლელობა ან უბედური შემთვევა სახელდებოდა.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ოლიგარქებს შორის არიან ურალვაგონზავოდის მეთაური ალექსეი მასლოვი, ლუკოილის დირექტორთა საბჭოს დირექტორი რავილ მაგანოვი და გაზპრომბაკის ვიცე პრეზიდენტი ვლადისლავ ავაევი მის ოჯახთან ერთად. უცნაურ ვითარებაში დაიღუპა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრიც და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი.
ანა პოლიტკოვსკაიას, ზელიმხან ხანგოშვილის და ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის გათვალისწინებით საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი რომ ამ შემთხვევებშიც კრემლის ხელი ურევია, მაგალითად სამხედრო მეცნიერმა და რუსული წყალბადის ბომბის შემქმნელმა, გრიგორი კლინიშოვმა რატომღაც 92 წლის ასაკში გადაწყვიტა თვითმკვლელობა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კრემლის კედლებში მიმდინარე ფარული ან თუნდაც ცივი ომის შესაძლებლობაზე სასაუბროდ „ევრონიუს ჯორჯიამ“ საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი გრიგოლ ჯულუხიძე მოიწვია.