მთავარიევროპაუკრაინაზელენსკიმ ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დასაცავად საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლება მოითხოვა

ზელენსკიმ ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დასაცავად საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლება მოითხოვა

რუსეთი დრონებით დაესხა თავს უკრაინის ქალაქ სუმის, დაიღუპა ორი ადამიანი,  19 კი დაიჭრა. დაშავებულთა შორისაა 5 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთი სამთავრობო და ორი საცხოვრებელი შენობა. ბოლო ინფორმაციით, ქალაქს ოთხი დრონით დაესხნენ თავს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მომხდარის შემდეგ საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლება მოითხოვა. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები იმ მიზეზით ხდება, რომ უკრაინას არ აქვს მაღალი ხარისხის თავდაცვითი სისტემები ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დასაცავად.

ამავდროულად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მცირე პროგრესი აქვთ. სამხედროებმა გაასაჯაროვეს ქალაქ კრამატორსკში ღამის წვრთნების ამსახველი ვიდეოკადრები. უკრაინელთა შეტევაში მონაწილეობენ შვედეთის მოქალაქეებიც. აქ არიან როგორც  ჯარისკაცები, ისე ინსტრუქტორები.  მათგან ერთ-ერთი კრისტერია, რომელიც  ამბობს, რომ ესეც სამხედრო სამსახურია. ისინი შეიძლება კაფეტერიაშიც ისხდნენ და სანგარშიც.  ერთმანეთს იმის იმედით ემშვიდობებიან, რომ მეორე დღეს აუცილებლად შეხვდებიან. თუმცა, კრისტერის თქმით, ამ ერთი კვირის განმავლობაში უკვე დაიღუპა 100 კაცი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, როგორ უხსნიან ცეცხლს T-90 ტიპის ტანკებიდან  მოწინააღმდეგის პოზიციებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend