მთავარისაქართველოევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

პრესკონფერენციის ფორმატში, მან მედიას და საზოგადოებას გააცნო პრიორიტეტების შესრულების ეტაპები.

„პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ, შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, არავითარი საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend