გერმანიის გამნაღმველთა რაზმმა წარმატებით გაანეიტრალა 250-კილოგრამიანი ბრიტანული ავიაბომბი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემორჩა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გერმანიის ბალტიის ზღვის სანაპიროსთან ახლოს, კილის დასახლებაში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
უსაფრთხოების მიზნით განნაღმვითი ოპერაციის დაწყებამდე ახლომდებარე ტერიტორებიდან 3000 ადგილობრივი მოსახლე გაიყვანეს. ოპერაციის დროს მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურების 200-ამდე თანამშრომელი. მთლიანად პროცესს 3 საათი დასჭირდა.