მთავარიკუბიროგორ ახდენს ხელოვნური ინტელექტი გავლენას იმაზე, რასაც ხედავთ Facebook-სა და Instagram-ზე

როგორ ახდენს ხელოვნური ინტელექტი გავლენას იმაზე, რასაც ხედავთ Facebook-სა და Instagram-ზე

კომპანია მეტამ საინფორმაციო ბლოგში გააკეთა განმარტება, თუ როგორ მუშაობს ალგორითმი ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. მეტაში ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მღელვარება ამ სფეროს მიმართ და საჭიროა მეტი გამჭვირვალობა საზოგადოებასთან.

მეტამ გამოაქვეყნა ‘22 ქარდი”, სადაც დეტალურად განმარტებულია, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი ფეისბუკის და ინსტაგრამის ფიდზე, ანუ კედელზე, სთორებზე, რილსზებზე და პლატფორმის სხვა ნაწილებზე. მაგალითად, Feed Recommendations​ – ფუნქცია, რომელიც გაჩვენებს კონტენტს, ფოტოებს, ვიდეოებს, მათ შორის იმ გვერდებიდან და ჯგუფებიდან, რომლებიც გამოწერილი არ გაქვთ.

მეტას ცნობით, ამ ნაწილის უკან ფეისბუკზე ოთხსაფეხურიანი ავტომატიზებული ხელოვნური ინტელექტი დგას. პირველ ეტაპზე სისტემა აგროვებს საჯარო კონტენტის ნაწილს, რომელიც ხელმისაწვდომია ფეისბუკზე, ეს შეიძლება იყოს, ფოტოები, ვიდეოები და ბმულები, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში ქცევის ქცევის სტანდარტებთან. შემდეგ ხელოვნური ინტელექტი იღებს სიგნალებს, თუ რა ტიპის ინტერაქცია გქონდათ ამა თუ იმ პოსტთან, რომელიც ჰგავს იმ კონტენტს, რომლის შემოთავაზებასაც ხელოვნური ინტელექტი აპირებს და ზოგადად რის მიმართ გამოხატავთ ინტერესს.

შემდეგ ხელოვნურ ინტელექტში ჩაშენებულია პროგნოზის სისტემა, რომლის ტექნოლოგია დახარისხების მეთოდით ცდილობს ზუსტად მიხვდეს თუ რისი რეკომენდაცია გაწიონ და ბოლოს ხელოვნური ინტელექტი კონტენტისთვის დონეების მინიჭებას იწყებს.

კონტენტი, რომლის პროგნოზი უკვე გააკეთა სისტემამ და რომელიც მიიჩნია, თქვენთვის უფრო ღირებულად გამოჩნდება თქვენი კედლის დასაწყისში. მეტას ცნობით, ისინი ცდილობენ, რომ უფრო მეტი კონტროლის საშუალება მისცენ მომხმარებლებს, რათა ამონიტორინგოს თავისივე კედელი.

მაგალითად, მიუთითოს პოსტების ფუნქცია „მაჩვენე მეტი, მაჩვენე ნაკლები“(Show more or Show less). მასზე დაწკაპუნებით, ხელოვნური ინტელექტი გაზრდის ან შეუმცირებს რეიტინგს ყველა მსგავს პოსტ. შეგიძლიათ ასევე აირჩიოთ ფუნქცია „დამალვა“ – ალგორითმი დააწესებს მსგავსი კონტენტის ლიმიტს.

მეტა ასევე წერს “დარეპორტების” მნიშვნელობაზე. თუ ხედავთ რაიმე სახის კონტენტს, რომელიც თქვენი აზრით ეწინააღმდეგება ფეისბუკის სტანდარტებს, უნდა გაუკეთოთ პოსტს რეპორტი, რაც თქვენი აზრით არის სპამი ან ყალბი ამბავი.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend