მთავარიევროპაუკრაინარადიაციის საფრთხე: უკრაინელები ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადებიან

რადიაციის საფრთხე: უკრაინელები ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადებიან

უკრაინა, რომელმაც 1986 წელს ჩერნობილში მსოფლიოში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა გადაიტანა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, შეიძლება ისევ გახდეს ბირთვული კატასტროფის კერა.

მოქალაქეები ქალაქ ზაპოროჟიედან ადგილობრივ ხელისუფლებას შეუერთდნენ, რათა ისწავლონ, თუ როგორ მოახდინონ სწრაფი და ეფექტური რეაგირება, იმ შემთხვევაში თუ რადიაციის დონე გაიზრდება.

გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლები რეზინის დამცავი კოსტიუმებით, რომლებიც მთელ სხეულს ფარავს, რეცხავენ მანქანებს და რადიაციის დონეს ზომავენ.

ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბებით დგანან რიგში, რათა მათ სხეულში რადიაციის დონე შეამოწმონ.

,,ვემზადებით ძალიან მძიმე შედეგებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს, მაგრამ თუ ასე მოხდა ჩვენ 300 000 მოქალაქის ევაკუაციისთვის ვარ მზად’,’- ამბობს ზაპოროჟიეს მაცხოვრებელი კატერინა.

სამედიცინო კარვებში, რეზინის კოსტუმებში გამოწყობილი პერსონალი პირველად დახმარებას უწევს მოქალაქეებს. ტრენინგის ეს ნაწილი ასწავლის მათ, თუ როგორ უზრუნველყონ სამედიცინო დახმარება რადიაციით დაზარალებულ ტერიტორიებზე.

ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება საფრთხის შემცველია, უკრაინელები ემზადებიან ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რა დროსაც სადგურის დაზიანებამ შეიძლება რადიაციის გაჟონვა გამოიწვიოს. თუ ეს მოხდება, დაახლოებით 300 000 ადამიანის ევაკუირება გახდება საჭირო.

თავდაპირველად ადამიანებს რადიაციით დაბინძურებული ტერიტორიებიდან გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას, სადაც მათ აღრიცხავენ და ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

მსგავსი სავარჯიშო ცდები პირველად არ ტარდება უკრაინაში. მთავრობა ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს მდგომარეობა ამ მხრივ, წინა გამოცდილებებზე დაყრდნობით.

მსგავსი სწავლებები ხერსონის, მიკოლაივის, დნიპროპეტროვსკის და ზაპორიჟიის რეგიონებში ჩატარდა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ უბედური შემთხვევის შედეგად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend