მთავარიევროპასაფრანგეთიპროტესტის მესამე დღე საფრანგეთში: ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა

პროტესტის მესამე დღე საფრანგეთში: ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა

საფრანგეთში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პროტესტის მესამე ღამეს. ქვეყანაში არეულობა 17 წლის ახალგაზრდის დაღუპვას მოჰყვა. ნაელს პოლიციამ იმ დროს ესროლა, როდესაც იგი საგზაო შემოწმების დროს გააჩერეს, თუმცა ახალგაზრდამ, რომელსაც საბუთები არ ჰქონდა, მიმალვა სცადა.

პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება, ახლა იგი წინასწარ პატიმრობაშია. ზოგიერთ ადგილას საპროტესტო აქციები ძალადობრივ გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათიც ამოქმედდა. ბოლო ინფორმაციით, მობილიზებულია 40 000-ზე მეტი პოლიციელი.

გასულ ღამეს კი ვანდალიზმის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ჩანს, მომიტინგეთა მთავარი სამიზნე საჯარო შენობები იყო. ნანტერში კი, იმ უბანში, სადაც ნაელი ცხოვრობდა, ფეიერვერკები გაუშვეს და ხელყუმბარები ააფეთქეს.

არეულობა მოედო მეზობელ ბელგიასაც, სადაც ნაელის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა მსვლელობა, რომელიც მალევე ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend