მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზში 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო არაულობა გრძელდება

პარიზში 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო არაულობა გრძელდება

პარიზში 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო უკვე მეორე დღეა, არეულობაა. ძალადობრივი პროტესტის თავიდან აცილების მიზნით ქალაქში უსაფრთხოების ძალების ათასობით თანამშრომელია მობილიზებული.

პოლიციამ  მოზარდს იმ დროს ესროლა, როდესაც მან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მიმალვა სცადა. ინციდენტის შემდეგ საზოგადოება კვლავ აკრიტიკებს პოლიციას ძალის გამოყენებისა და განსაკუთრებით გარეუბნებში მცხოვრები ადამიანებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

ყველა პარტიის პოლიტიკოსმა დაგმო მომხდარი. ეროვნული ასამბლეის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახალგაზრდის ხსოვნას. ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის გამართლება არ შეიძლება. მან ფრანგი ერის სახელით მწუხარება გამოთქვა  მომხდარისა და ახალგაზრდა ნაელის გარდაცვალების გამო. მისი თქმით, მთელი საფრანგეთი თანაუგრძნობს მის ოჯახს.

საზოგადოების აღშფოთება სხვა ქალაქებსაც მოედო, მათ შორის ლილსა და ტულუზას. საფრანგეთის ყოველი მთავრობა ცდილობს, არ განმეორდეს 2006 წლის მოვლენები, როდესაც პოლიციელებმა დევნისას ორი ფერადაკანიანი მამაკაცი მოკლეს. მომიტინგეებმა მაშინ 10 000-ამდე მანქანა დაწვეს, პოლიციამ კი 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend