მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა

სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი 28 ივნისს საღამოს 6-ის ნახევარზე გამართავს პრესკონფერენციას და ისაუბრებს მისი ორდღიანი ვიზიტის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, სანქციების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ჯეიმს ო’ბრაინებს და კუმარ იერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას, სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს გენერალურ პროკურორსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს.

ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრამდე, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და დევიდ ო’სალივანმა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხზეც ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირში გაწევრების გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარების კუთხით.

ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ ეს ვიზიტი არის გაფრთხილება საქართველოსთვის და იმის კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ საქართველოს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. ხოლო რაც შეეხება ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ საქართველოში არა მხოლოდ არ ხდება სანქციების გვერდის ავლა, არამედ საქართველო პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება სანქციების გვერდის ავლის პრევენციის ნაწილშიც.

სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი 28 ივნისს საღამოს 6-ის ნახევარზე გამართავს პრესკონფერენციას და ისაუბრებს მისი ორდღიანი ვიზიტის შესახებ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend