მთავარიევროპაუკრაინაპრეზიდენტმა ზელენსკიმ დონეცკის რეგიონში ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონეცკის რეგიონში ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა

ბახმუტთან ახლოს, სანგრებში, ბრძოლების ამსახველი ვიდეოკადრები   ჩაფხუტზე დამაგრებული კამერითაა გადაღებული. უკრაინის არმიის მე-3 ბრიგადამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმიან თავს უკრაინელი სამხედროები რუსეთის არმიის 57-ე მოტომსროლელ ჯარს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ გასული დღეების განმავლობაში ბახმუტის სიახლოვეს ნელა, მაგრამ მაინც მიიწევენ წინ.  რუსეთის ხელისუფლება კი არ აღიარებს უკრაინელთა წარმატებას და აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინის შეირაღებულ ძალებს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი დონეცკის რეგიონში ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა. უკანა გზაზე იგი შეჩერდა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან,  სადაც ადგილობრივებთან ფოტოებიც კი გადაიღო. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე დნიპრო გადაკვეთეს და ხერსონის პროვინციის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს.

მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ორმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა უკან გააბრუნა ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი და ორი გამანადგურებელი – „ტაიფუნი“, რომლებიც  შავი ზღვის თავზე, რუსეთის საჰაერო სივრცეში, დაფრინავდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend