მთავარისაქართველოლევან დავითაშვილი სანქციების სკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს გამოეხმაურა

ლევან დავითაშვილი სანქციების სკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს გამოეხმაურა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით, ერთი ნაწილი და მეორე - სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობა"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლის ათეულობით შემთხვევის პრევენცია მოახდინეს. მისი თქმით, ეს მარტივი პროცესი არ არის და არსებობს რისკები, თუმცა საქართველოში არა მხოლოდ არ ხდება სანქციების გვერდის ავლა, არამედ საქართველო პარნტიორ ქვეყნებს ეხმარება სანქციების გვერდის ავლის პრევენციის ნაწილში.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში სანქციების სკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend