მთავარიმსოფლიოევროპაბელარუსის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ბელარუსის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ბელარუსის მეზობელმა სახელმწიფოებმა საზღვრებზე უსაფრთხოების მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი ამბოხის შემდეგ ბელარუსში გადავიდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ქვეყნის ჩრდილოეთ აღმოსავლეთში სამხედროები მოინახულა.

„ჩვენ გავაძლიერეთ საზღვრები ბელარუსთან და კენიგსბერგის რეგიონთან. ვიცით ამ საფრთხეების შესახებ. ამიტომ შესაბამის ზომებს ვიღებთ, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი თავდასხმისთვის.  ორი წელია პოლონეთის საზღვარზე ჰიბრიდულ თავდასხმებთან გვაქვს საქმე. პოლონეთის არმია საზღვართანაა განლაგებული, რაც ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებას აძლიერებს“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკი.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ, თუ ბელარუსი ევგენი პრიგოჟინთან და მის ჯართან ითანამშრომლებს, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება მოუწევს. ფინეთი კი მოვლენების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.

“სიტუაცია ძალიან დელიკატურია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს”, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა.

ამავდროულად, რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს ფინეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend