მთავარიამერიკაკანადაწყალქვეშა ნავის ,,ტიტანის" ხუთივე მგზავრი დაიღუპა

წყალქვეშა ნავის ,,ტიტანის” ხუთივე მგზავრი დაიღუპა

დაკარგული წყალქვეშა ნავის ხუთივე მგზავრი დაიღუპა. ჩრდილო ატლანტის ოკეანეში 5 დღის განმავლობაში მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ხომალდის ეკიპაჟთან კონტაქტი ჩაყვინთვიდან თითქმის 2 საათში გაწყდა. ადმირალი მოგერის განცხადებით, ამ დროისთვის შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, შეძლებს თუ არა სანაპიროს დაცვა წყალქვეშა ნავის მგზავრების ცხედრების პოვნას.

,,წარმოუდგენლად რთულ გარემოში დაიკარგა ნავი, ჩვენ არ ვნებდებით და მაინც ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ამ წუთისთვის ზუსტი პასუხი არ გამაჩნია კითხვაზე, ვიპოვით თუ არა ჩაძირული ნავის ნარჩენებს’, ’-ამბობს ადმირალი ჯონ მოგერი

რამდენიმე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების „საიდუმლო“ დანაყოფმა, რომელიც  შექმნილია სპეციალურად წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და მათი მონიტორინგისთვის, კვირას ჩაწერა საეჭვო აკუსტიკური სიგნალი, რომელიც სწორედ ტიტანის აფეთქებაზე იწვევს ეჭვს.

ადმირალ მოგერის თქმით, ჯერ უცნობია თუ როდის მოხდა ტრაგედია, თუმცა კატასტროფის აღმომჩენი აპარატები წყალში ბოლო 3 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოთავსებული და ამ პერიოდში კატასტროფის შესაბამისი ხმა არ აღმოუჩენიათ.

წყალქვეშა ნავ ,,ტიტანის“ მგზავრები ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის ორი წევრი, მამა და შვილი იყვნენ, ასევე ოკეანოგრაფი დევიდ მერნსი და ფრანგი საზღვაო ექსპერტი პოლ-ანრი ნარჟოლე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend