მთავარიკუბინიკა გვარამია თავისუფალია - საერთაშორისო გამოხმაურება

ნიკა გვარამია თავისუფალია – საერთაშორისო გამოხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე რეაქცია მოჰყვა.

შეწყალებაზე კომენტარს აკეთებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია: „ დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის”, – წერს ჰელსინკის კომისია.

 

ასევე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. „მოხარულები ვართ, რომ ნიკა გვარამია შეიწყალეს. ის არასდროს უნდა ყოფილიყო ციხეში და მისი პატიმრობა  ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი”.

 

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც”, სიხარულს გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ „ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება ველოდით“, ვკითხულობთ ტვიტერზე.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ევროპაშიც.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აქვეყნებს განცხადებას და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რადგან მიშელის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ. ასევე ის აქვეყნებს კიდევ ერთ ტვიტს, სადაც მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღაღიბაშვილის დასტურს, რომ არ შეეცდება უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. ასევე საქართველოს პარტლამენტის გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიიღებენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მესამე მოსმენით. “საჭიროა სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად“, – წერს მიშელი. მიშელი განცხადება გამოქვეყნდა ევროპულის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე წარწერით “საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.

კომენტარს აქვეყნებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. ის ამბობს, რომ „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოასწრორა ის უსამართლობა ნიკა გვარამიასადმი, ვისი პატიმრობაც სამართლიანობის დაცინვა იყო“.

გამოხმაურებები ვრცელდება ადგილობრივი მასშტაბით. მედიის ადვოკატირების კოალიცია წერს, რომ “ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების – გამოხატვის თავისუფლების – დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე”.

კომენატრებს აქვეყნებენ ოპოზიციონერები. “დიდი ხანია, რაც ესე არაფერი გამხარებია”, წერს სალომე სამადაშვილი. “ყველაზე დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა”, – აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.

ასევე სტატუსებს აქვეყნებენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები. “სწორი გადაწყვეტება! ქვეყნის ინტერესები უპირველესია!“, – წერს ნინო ლომჯარია.

“დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან”, – აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

კრიტიკულად ეხმაურება სალომე ზურაბშვილის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” დეპუტატია გია ვოლკსი. მან ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს თქვა, რომ “პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და “საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.”

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend