თბილისში ევროპის ფონდისა და გაეროს ტრენინგისა და კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლობით, მმართველთა და ლიდერთა საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი გაიხსნა.
CIFAL-ის ცენტრი ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წევრებს ინოვაციური ტრენინგებით უზრუნველყოფს.
ცენტრის მიზანი ქვეყნების გაძლიერება და თითოეული ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის ჩამოყალიბებაა.
UNITAR-ი წელს, 60 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამ წლების განმავლობაში გაეროს ტრენინგისა და კვლევის ინსტიტუტმა შეიმუშავა სასწავლო აქტივობების უნიკალური გზა, რომელსაც ახლა საქართველოშიც გაუზიარებენ მოქალაქეებს.
თბილისში მსოფლიოს მასშტაბით CIFAL-ის 32-ე ტრენინგ-ცენტრი გაიხსნა.
ევროპის ფონდის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ცენტრი არამხოლოდ საქართველოს მომავალს, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მომავალს გააუმჯობესებს.