მთავარიმსოფლიოაშშ უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი დოლარით, ევროკავშირი კი 50 მილიარდი ევროთი დაეხმარება

აშშ უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი დოლარით, ევროკავშირი კი 50 მილიარდი ევროთი დაეხმარება

ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებაა. უკრაინის მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, უკრაინის აღდგენისთვის საჭიროა 411 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ყოველდღიური ზარალის ფონზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას დამატებით მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უახლოეს პერიოდში 50 მილიარდი ევროს მობილიზებას გეგმავს.

“საერთო ჯამში, გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის საჭიროა მინიმუმ 411 მილიარდი დოლარი. რუსეთი ყოველდღიურად ახალ ზარალს აყენებს უკრაინას და, სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება” – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენა ახლავეა საჭირო და ისინი გამარჯვებას ვერ დაელოდებიან.

,,აღდგენა არ არის გამარჯვების შედეგი. ეს არის წინააღმდეგობის ნაწილი. ჩვენ ჯარისკაცებს ვუხდით ხელფასს გადასახადებისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იარაღი მოგვაწოდეს. მაგრამ უკრაინის არმია ახლა ძალიან დიდია და ამისთვის ფულია საჭირო“ –  ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ ოლექსანდრა აზარხინამ.

ლონდონში უკრაინის მხარდასაჭერი ფორუმი დღესაც გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend