მთავარიაზიაჩინეთიენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცინ განს შეხვდა

ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცინ განს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთში ჩავიდა და მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატებს შეხვდა. მანამდე მან თითქმის 5-საათიანი შეხვედრა გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განთან.

ორივე ქვეყნის წარმომადგენლების შეფასებით,  შეხვედრა გულწრფელი და კონსტრუქციული იყო. ბლინკენმა ხაზი გაუსვა დიპლომატიისა და კომუნიკაციის არხების შენარჩუნების  აუცილებლობას. ცინ განი აცხადებს, რომ პეკინი მზადაა, ორი ქვეყნის მთავრობას შორის სტაბილური და პროგნოზირებული ურთიერთობები დამყარდეს.

თუმცა მხარეები რამდენიმე საკვანძო საკითხზე ვერ თანხმდებიან. შეერთებულ შტატებში შეშფოთებას გამოხატავენ ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო აქტივობის გამო. ასევე ჩინეთის ხელისუფლება არ გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.

პენიკი ვაშინგტონს ადანაშაულებს, რომ მას აქვს ამბიციები და სურს, გავლენა იქონიოს ყველაფერზე და ამას  განვითარებულ ტექნოლოგიაზე საექსპორტო კონტროლის დაწესებითა და რეგიონში მოკავშირეებთან უსაფრთხოების შეთანხმებების გაფორმებით ცდილობს. თუ  პრეზიდენტ სი ძინ პინთან შეხვედრა გაიმართება, ეს  ურთიერთობის ნორმალიზების მანიშნებელი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend