მთავარიევროპასერბეთიბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ბელგრადისა და სერბეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით მომიტინგე გამოვიდა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის საწინააღმდეგო და ანტისამთავრობო აქციაზე.  დემონსტრანტები პირობას დებენ,  რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში  უფრო რადიკალურს გახდიან  მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობებს, რომლებმაც უკვე შეარყია პრეზიდენტის პოპულისტური მმართველობა.

ბელგრადში დემონსტრანტებმა გადაკეტეს მთავარი გზატკეცილი, რომელიც დედაქალაქში გადის. ისინი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. თუმცა თავად ვუჩიჩი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

პროტესტი თავდაპირველად ქვეყანაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის გამო დაიწყო. ტრაგედიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა.

სერბები ქუჩებში უკვე მეშვიდედ ერთი და იმავე მოთხოვნით გამოდიან. ისინი, პრეზიდენტის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ ორ ტელევიზიას სერბეთში ძალადობის წახალისების გამო გაუუქმდეს ლიცენზია. ძალადობის საწინააღმდეგო აქციები, ბელგრადის გარდა, სერბეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend