მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა გააპროტესტეს

საბერძნეთში ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა გააპროტესტეს

ათასობით მოქალაქე გამოვიდა  საბერძნეთის მთავარი ქალაქების ქუჩებში და იონიის ზღვაში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვა გააპროტესტა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი, ასობით კი დაკარგულად ითვლება. აქციის მონაწილეებმა მიგრაციის პოლიტიკა გააპროტესტეს. მათი თქმით, ევროკავშირი და საბერძნეთი ციხესიმაგრედ, ხმელთაშუა ზღვა კი მიცვალებულების ზღვად გადაიქცა.

ეგვიპტის ხელისუფლებამ დააკავა ცხრა ეგვიპტელი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. მათ ადამიანებით ვაჭრობა ედებათ ბრალად.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ევროკავშირს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ საბერძნეთის პრობლემა არ არის, ეს ევროპის პრობლემაცაა. მისი აზრით, დროა, ევროპამ შეიმუშაოს მიგრაციის ეფექტიანი პოლიტიკა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც მსოფლიო საზოგადოებას ერთობლივი და ურთიერთდახმარების სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს, რათა მიგრანტებს აღარ მოუწიოთ   სახიფათო მარშრუტებით გადაადგილება.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ  ასობით ადამიანია ბორტზე. როგორც გადარჩენილები ამბობენ,  გემზე კაცების გარდა, ბევრი ქალი და 100-ამდე ბავშვი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 30-მეტრიანი გემი ეგვიპტის პორტიდან ლიბიაში შევიდა, სანამ  იტალიისკენ გაეშურებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend