დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს ლევან იოსელიანის პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერ-მინისტრთან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.