მთავარიევროპარუსეთიაზოვის პოლკის 20 სამხედრო რუსეთის სასამართლოს წინაშე წარდგა

აზოვის პოლკის 20 სამხედრო რუსეთის სასამართლოს წინაშე წარდგა

20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო წარდგა რუსეთის სასამართლოს წინაშე.  ისინი “აზოვის“ პოლკის მებრძოლები არიან, რომლებიც რუსეთის ძალებს ქალაქ მარიუპოლში უწევდნენ წინააღმდეგობას. რუსეთმა მარიუპოლი გასულ წელს სამთვიანი ბრძოლის შედეგად აიღო და  თითქმის სრულად გაანადგურა ქალაქი. როგორც ცნობილია, მოსკოვი „აზოვის“ პოლკს ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის.

უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში კი რუსული ძალები კვლავ ბომბავენ დასახლებულ ადგილებს. ქალაქ კრამატორსკზე მიტანილი სარაკეტო იერიშის  შემდეგ ბევრ ადგილას სახლების ნაცვლად ცარიელი ღრმულია. რუსული მხარე  ამტკიცებს, რომ ისინი  მხოლოდ სამხედროებსა და საწყობებს ესხმიან თავს. კიევში კი ამბობენ, რომ ისინი კონტრშეტევის ფარგლებში წინ მიიწევენ. დასავლელი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ  ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს.

ამასთანავე, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ეწვევა. იგი ატომურ ელექტროსადგურს კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ პირველად მოინახულებს. როგორც ცნობილია, ობიექტი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით მდებარეობს, თუმცა ის გასაგრილებლად სწორედ მდინარე დნიპროს წყალს იყენებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend