მთავარიევროპაავსტრიაავსტრიაში მსოფლიოში უძველესი გაზეთი მუშაობს წყვეტს

ავსტრიაში მსოფლიოში უძველესი გაზეთი მუშაობს წყვეტს

ავსტრიაში მსოფლიოში ყველაზე ძველი გაზეთი იხურება. „ვინერ ცაიტუნგი“ სახელმწიფო გამომცემლობაა და ობიექტურ პრესად მიიჩნევა. 30 ივნისს დაიბეჭდება უკანასკნელი ნომერი, რის შემდეგაც გამომცემლობა სრულად გადავა ციფრულ ფორმატზე. სარედაქციო ჯგუფი შეშფოთებულია, რადგან რამდენიმე ათეული ადამიანი, სავარაუდოდ, უმუშევარი დარჩება.

Wiener Zeitung-ის მთავარი რედაქტორის მოადგილის ჯუდით ბელფკიჰის თქმით,   გაზეთი 1703 წლიდან გამოდის.  ამ ზაფხულს მათ 320-ე დაბადების დღე უნდა აღენიშნათ. ამ გაზეთს დიდი ხნის ისტორია აქვს.  სწორედ აქ დაიბეჭდა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ და სწორედ აქ უწევდნენ რეკლამას ისეთ დიდ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ ბეთჰოვენი და მოცარტი.

მთავრობამ გაზეთის დახურვა ევროკავშირის ახალი დირექტივის საფუძველზე გადაწყვიტა. ახალი კანონის მიხედვით,  გაზეთის შემოსავლის მთავარი წყარო არ უნდა იყოს  ე.წ. სავალდებულო პუბლიკაცია.

ავსტრიის სახალხო პარტიის სპიკერის კურტ ეგერის განმარტებით, სავალდებულო პუბლიკაცია იმას ნიშნავს, რომ მეწარმეები ვალდებული იყვნენ, გაზეთში დაებეჭდათ თავიანთი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები.  თუმცა ეს ასე აღარ იქნება. ახლა, მისი თქმით, აუცილებელი გახდა გაზეთის დაფინანსების წყაროს შეცვლა.

გასული ხუთი წლის განმავლობაში ავსტრია პრესის თავისუფლების ინდექსში მეთერთმეტე ადგილიდან 29-ზე გადავიდა. ეს მხოლოდ გაზეთების რაოდენობის შემცირებით არ არის გამოწვეული. ამბობენ, რომ მთავრობა მედიაში მიზანმიმართულად აფინანსებს რეკლამებს, რათა გავლენა ჰქონდეს მათ გაშუქებაზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend