მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროებისგან შვიდი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროებისგან შვიდი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინაში აცხადებენ, რომ მათ კონტრშეტევის ფარგლებში რუსი სამხედროებისგან  შვიდი სოფელი გაათავისუფლეს. ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს. უკრაინელი მეთაურების თქმით,  ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ვითარების სირთულეზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ  ზელენსკიც. მისი თქმით, მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლები, თუმცა უკრაინელები წინ მიიწევენ. მტერს დიდი დანაკარგი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ამინდი ხელს არ უწყობთ და წვიმა ართულებს მათ ამოცანას, უკრაინელი მებრძოლები ძალას არ იშურებენ და შედეგსაც იღებენ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ კვირას მდინარე დნიპროზე კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაკარგულად ითვლება. რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია.

ხერსონში კი, დაბომბვის მიუხედავად, ადგილობრივი ექიმები და ისრაელელი მოხალისეები დაშავებულებსა და ევაკუირებულ ადამიანებს დახმარებას უწევენ და მკურნალობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend