მთავარი სპორტი ,,დენვერ ნაგეტსი" NBA-ის ჩემპიონია

,,დენვერ ნაგეტსი” NBA-ის ჩემპიონია

NBA-ს ჩემპიონის ტიტული გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

დენვერ ნაგეთსმა NBA-ს ჩემპიონის ტიტული გუნდის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მაიკლ მელოუნის გუნდმა ფინალურ სერიაში მაიამი ჰიტი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრა დენვერმა საშინაო არენაზე გამართა, რომელიც 94:89 დასრულდა.

,,მშვენიერი შეგრძნებაა, ვფიქრობ პლეიოფებში ძალიან კარგი და ხარისხიანი კალათბურთი ვითამაშეთ და ამან სასურველი შედეგიც გამოიღო. მართალია, ბურთი ფარში ბევრჯერ არ გვისვრია, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვიცავდით. მიუხედავად იმისა, რომ დრაფტის 41-ე პიკი ვიყავი, ამას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, რადგან NBA-ში ნებისმიერ მოთამაშეს განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს’,’-ამბობს ნიკოლა იოკიჩი

ფინალის წინა მოლოდინები გამართლდა და წყვილში ფავორიტად მიჩნეულმა დენვერმა 5 თამაშში დაასრულა სერია.

დენვერიდან საუკეთესო შედეგი ნიკოლა იოკიჩმა 28 ქულით 16 მოხსნითა და 4 პასით დააფიქსირა, ასევე გამორჩეული იყო ჯამალ მარიც, 14 ქულით 8 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით, რომელმაც წარსული ტრავმების მიუხედავად მოახერხა და შეძლო ამ სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარება. მაიამიდან კი ჯიმი ბატლერმა 21 ქულით 3 მოხსნითა და 5 პასით და ბემ ადებაიომ 20 ქულითა და 12 მოხსნით გამოიჩინეს თავი.

,,ძალიან რთულია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა. სცენაზე ყველა იმ რთულმა პერიოდმა გამიელვა თვალწინ, რომლის შემდეგაც მოვახერხე და აქამდე მოვედი, სწორედ ამიტომ ცრემლები ვერ შევიკავე”.-ამბობს ჯამალ მარი

ვფიქრობ დღევანდელ თამაშში ძალიან კარგი დაცვა ვაჩვენეთ. მაიამის მთავარი პრობლემა შეტევაში ბურთის მოხსნა იყო. თამაშის ბოლო წუთები თითქოს საოცრად შენელდა და გაიწელა, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენ დენვერის ისტორია დავწერეთ და პირველი ჩემპიონობა მოვუპოვეთ გუნდს არსებობის ისტორიაში.“

დენვერის გულშემატკივრებისთვისაც განსაკუთრებული დღე გამოდგა. მათ ქალაქის ქუჩებში საყვარელი გუნდის პირველი ჩემპიონობა საყვირებითა და შეძახილებით აღნიშნეს.

ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშის MVP პრიზი ნიკოლა იოკიჩმა მიიღო, რომელიც ასევე დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend